როგორ დავიწყოთ ვარჯიში, რჩევები დამწყებთათვის

ყველაზე მთავარი, როგორ დავიწყოთ: 

1. რეჟიმის შემუშავება –  აუცილებელი არაა პირველივე ვარჯიშზე ბოლომდე დაიხარჯო, არ გაჩერდე აერობიკის ვარჯიშისთვის განკუთვნილი 1 საათი ან ჩამოუარო ყველა ტრენაჟორს უკლებლივ. შედეგად ატკიებულ კუნთებს და გაცდენილ შემდეგ ვარჯიშს (ან ვარჯიშებს) მიიღებთ, იმედგაცრუებას და შეიძლება საერთოდ ჩათვალოთ რომ ვერასდროს დაძლევთ ამ „სპორტს“. პირველ რიგში შეეცადეთ რეჟიმში ჩადგეთ და არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვოთ ვარჯიში. დაიწყეთ თუნდაც 15-30 წუთიანი მსუბუქი ვარჯიშებით, არ გადაიღალოთ ზედმეტად, მაგრამ სამაგიეროდ თქვენი ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმში ახალი გრაფა უნდა გაჩნდეს, რომელსაც ხაზგასმით – ვარჯიში დაერქმევა. ვარჯიშების ხანგრძლივობას და ინტენსიობას მოუმატეთ თანაბრად. დამწყებთათვის ძალიან კარგია დარბაზში ვარჯიშს დაწყება, რადგან კლუბის ზუსტად დადაგენილი გრაფიკი, კარგად ეხმარება ჩვევის გამომუშავებაში. გარდა ამისა, კარგი ინსტრუქტორი ყოველთვის დამატებითი სტიმულია და კარგი მეგზური  ამ ახალ „სამყაროში“ ორიენტაციისათვის.

2. როგორ ვივარჯიშოთ – სწორედ! დასაწყისშივე შეეცადეთ თქვენს ინსტრუქტორთან  ზუსტად გაარკვიოთ როგორ სრულდება თითოეული ვარჯიში სწორედ, რათა თავიდან აიცილოთ კუნთების და სახსრების არასასურველი დაზიანება და ტკივილი. სწორედ შესრულებულ ვარჯიშს გაცილებით მეტი ეფექტი აქვს და დროსაც დაზოგავთ, რათა შედეგი უფრო მალე დადგეს.

3 აუცილებელი ელემენტი

3. სუნთქვა – ასევე ისუნთქეთ სწორედ, რადგან ცხიმებს წვისათვის აუცილებლად სჭირდება ჟანგბადი. ამიტომ ითვლება საუკეთესოდ ჰაერზე ვარჯიში, ხოლო თუ დაბაზში ვარჯიშობთ, აარჩიეთ ისეთი დარბაზი სადაც ჰაერის კარგი ვენტილაცია ხდება.

4. წყალი – არ გამოშრეთ! ვარჯიშის პერიოდში მცირე ყლუპებით სვით წყალი (ცივი არა). ხშირად მსმენია ასეთი მიზეზი, ტრენერმა ან ვიღაცამ მირჩია წყლისგან თავის შეკავება, რათა მალე გავხდე. უხეში შეცდომაა, უნდა გახდეთ ცხიმის წვის ხარჯზე და არა წყლის დაკარგვის, რამაც შეიძლება ჯანმრთელობა დაგიზიანოთ. დეჰიდრატაციის დროს (თუ ვერ მოახერხეთ ან ხელთ არ გქონდათ წყალი) შესაძლებელია თავბრუს ხვევა, სისუსტე, ასეთ დროს აუცილებლად შეწყვიტეთ ვარჯიში და სასწრაფოდ მიიღეთ წყალი.

5. კვება – მთავარია დაიცვათ ზომიერება და იკვებოთ სწორედ. მიუღებელია მკაცრი დიეტები და მეორე მხრივ თუ არ შეზღუდავთ გარკვეული ტიპის საკვებს, შედეგს ვერ მიიღებთ. მკაცრი დიეტის დროს კარგავთ წონას და არა ცხიმს. წონაა თქვენი ორგანიზმის შემადგენელი წყალი, კუნთები და ცხიმოვანი ფენა. აქედან ეს უკანასკნელი ყველაზე ძნელად მიდის ორგანიზმიდან. მკაცრი დიეტების დროს პირველ რიგში წყლის და კუნთოვანი მასის დაკარგვა ხდება, რაც ანელებს მეტაბოლიზმის დონეს. დიეტის შეწყვეტის შემდეგ სწრაფად ინაზღაურებთ დანაკარგს, რადგან დაკარგეთ კუნთოვანი მასა, რომელიც ცხიმოვანი მარაგის ყველაზე დიდი მომხმარებელია, მაშინაც კი როცა თქვენ გძინავთ ან ისვენებთ. თუმცა ამ საკითხზე მოგვიანებით და უფრო დაწვრილებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.