ვარჯიშების კომპლექსი ცელულიტის წინააღმდეგ

სასრურველი ეფექტის მისაღებად:

– ყოველდღიურად 15 წუთი დაუთმეთ ქვევით მოცემულ 8 ვარჯიშს, უმჯობესია დილით;

– კვირაში 1-3-ჯერ გააკეთეთ 30 წუთიანი კარდიო ვარჯიში, რომელიც კარგად ტვირთავს შემაერთებელ ქსოვილებს და აძლიერებს მათ;

– კვირაში ორჯერ დაკავდით ცურვით;

– მიიღეთ კონტრასტული შხაპი და გაიკეთეთ მასაჟი ჯაგრისით.

დუნდულები და თეძოები

დადექით ოთხზე

მარჯვენა ფეხი აიღეთ იატაკიდან ისე, რომ არ გაშალოთ და ასწიეთ რაც შეგიძლიათ მაღლა, ერთი-ორი წამი შეაყოვნეთ ფეხი ამ პოზიციაში და დაუშვით, ისე რომ არ შეეხოთ იატაკს. გაიმეორეთ მოძრაობა 15-15-ჯერ ორივე ფეხზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდულად გასვლა

დაჯექით იატაკზე თეძოზე გვერდულად, ფეხები მოხრილი გქონდეთ მუხლებში. გამოწიეთ ხელები წინ, ხელისგულებით ქვევით.  ასწიეთ მარჯვენა ფეხი, წაიღეთ თეძო უკან და ასე გააჩერე ჰაერში რამდენიმე წამი.

შემდეგ გაშალეთ ფეხი ჰაერში და ისევ შეაყოვნეთ. მოხარეთ ისევ მუხლში და დაუშვით საწყის მდგომარეობაში.  გაიმეორეთ მოძრაობა 15-15-ჯერ ორივე ფეხზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მუცელი და თეძოები

დაწექით ზურგზე. მუხლები მოხარეთ და ქუსლებით დაეყრდენით იატაკს. ტანი ისე ასწიეთ იატაკიდან, რომ თეძები და ტანის ზედა ნაწილი ერთ ხაზზე აღმოჩნდეს.

ასწიეთ მარცხენა ფეხი და მიიტანეთ მკერდთან, ისე რომ მარჯვენა ქუსლით იატაკს ეყრდნობოდეთ. შეყოვნდით ამ მდგომარეობაში. შემდეგ შეცვალეთ ფეხი და გაიმეორეთ იგივე მოძრაობა. გაიმეორეთ მოძრაობა 15-15-ჯერ ორივე ფეხზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თეძოების ზედა ნაწილი

დაწექით მუცელზე, თავი დაადეთ ხელებს, მუხლები მოხარეთ და ასწიეთ ზევით. გაჭიმე ფეხის თითები, დაძაბე დუნდულა კუნთები და აწიე თეძოების წინა ნაწილი იატაკიდან.

ქუსლებს ზევით უბიძგე, ისე რომ იატაკის პარალელულ მდგომარეობაში გქონდეთ. გაჩერდით ამ პოზიციაში 5 წამი. შემდეგ მოდუნდით. გაიმეორეთ ეს მოძრაობა 15-ჯერ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ძლიერი ბიძგი 

დადექით ოთხზე და იდაყვებით დაეყრდენით იატაკს. ასწიეთ მარცხენა ფეხი იატაკიდან, გაშალეთ და ასე გააჩერეთ 1-2 წამი ჰაერში.

შემდეგ ასწიეთ ფეხი ისე, რომ ზურგთან ერთად დიაგონალის ხაზი შექმნას. როცა ფეხი ყველაზე უმაღლეს წერტილში აღმოჩნდება, გააკეთეთ 5 ბიძგის მსგავსი მოძრაობა ზედა მიმართულებით. დასწიეთ ფეხი ქვევით, ისე რომ იატაკს არ შეეხოთ. გაიმეორეთ ეს მოძრაობა 15-15-ჯერ ორივე ფეხზე.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თეძოები და ზურგი

აიღეთ ჩვეულებრივი სკამი ან კუბი, დაწექით მასზე მუცლით, ისე რომ ფეხებით იატაკს არ შეეხოთ. ხელისგულებით დაეყრდენით იატაკს.მარჯვენა მუხლი წასწიეთ წინ, ისე რომ ის კუბის გვერდით ნაწილში მოხვდეს. მოხარე მარცხენა ფეხი მუხლში და ასწიე ზევით. გაჭიმე ქუსლი იატაკის პარალელურად, სანამ თეძოს ზედა მხარე არ გაუსწორდება ზურგს ერთ ხაზზე, ამ პოზიციაში გააკეთე 5 პატარა ბიძგისებრი მოძრაობა. დაუშვი ფეხი. გაიმეორეთ ეს მოძრაობა 15-15-ჯერ ორივე ფეხზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თეძოს წინა მხარე

დადექით სწორედ და ერთი ფეხი უკან გასწიეთ, ასწიეთ ტერფი და დადეთ სკამზე. ხელები წელზე გეწყოთ. ღრმად ჩაჯექით მეორე ფეხზე, ისე რომ ტანი სწორედ გეჭიროთ. გაასწორე მოხრილი ფეხი. გაიმეორეთ ეს მოძრაობა 15-15-ჯერ ორივე ფეხზე.

 

 

 

 

 

 

 

ჩაჯდომა განტელებით

დადექით სწორედ და თითოეულ ხელში დაიკავეთ თითო ჰანტელი. მუხლებში მოიხარეთ და დუნდულები გაზნიქეთ უკან, ისე თითქოს დაჯდომას აპირებდეთ. შეყოვნდით ამ მდგომარეობაში და ისევ გასწორდით. გაიმეორეთ ეს მოძრაობა 15-ჯერ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.