ტრეისი ანდერსონის მეტამორფოზა, Tracy Anderson – Metamorphosis

მეტამორფოზა ტრეისი ანდერსონის უახლესი და უკვე საკმაოდ პოპულარული პროგრამაა.

მიუხედავად ჩვენი გენეტიკური თანდაყოლილი აგებულებისა, ამ პროგრამის საშუალებით ტრეისი გვპირდება სხეულის ფორმების ისეთ ცვლილებებს,რაც აქამდე წარმოუდგენლად მიგვაჩნდა. ეს არის 90 დღიანი პროგრამა საკმაოდ სერიოზული დატვირთვებით და კვების სპეციალურად შედგენილი გეგმით.
სისტემა დაყოფილია 4 დისკად და თითოეული განკუთვნილია სხეულის სხვადასხვა ტიპისთვის:

Omnicentric – თუ წონას თანაბრად მთელს სხეულზე იმატებთ, ეს პროგრამა თქვენთვისაა.
Hipcentric – ეს კომპლექსი მათთვისაა, ვისაც ვიწრო წელი, ფართო თეძოები და მსხვილი ფეხები აქვს.
Abcentric – განკუთვნილია თუ წონა მუცლის და თეძოების არეში გიგროვდებათ.
Glutecentric – თუ თვლით რომ თქვენი უკანა ნაწილი საკმაოდ დიდი და უფორმოა, მაშინ ეს პროგრამა გჭირდებათ.

აქვე გაგიზიარებთ ჩემს პირად გამოცდილებას და შთაბეჭდილებებს.

პროგრამა მართლაც ძალიან ეფექტურია, თუმცა, ის არაა განკუთვნილი მათთვის, ვისაც დიდი რაოდენობით ჭარბი წონა აქვს დაგროვილი ან ვარჯიშს პირველად იწყებს. ჩემი რჩევა იქნება, დაიწყეთ ვარჯიში, შედარებით დაბალი დატვირთვებით, დაიცავით დიეტა, მოიკელით ძირითადი წონა, ხოლო ბოლო ეტაპზე, მაქსიმალური შედეგის მისაღებად და ფორმების დასახვეწად გამოიყენეთ ეს პროგრამა. საკმაოდ ინტენსიური უწყვეტი 30 წუთიანი კარდიო, არც ისე ადვილი დასაძლევი გახლავთ. იგივე მინდა ვთქვა ფეხის და ქვედა ნაწილის ვარჯიშებზე. ტრეისი ძირითადად ორიენტირებული პატარა კუნთების ჯგუფების დატვირთვაზე და იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ადრე სხვა ვარჯიშებს ასრულებდით, იგრძნობთ რომ ეს ვარჯიშები რაღაც ახალ და გაუვარჯიშებელ კუნთებს „პოულობს“ თქვენს სხეულზე.

ვარჯიშების რაოდენობა არც ისე დიდია, სულ 6-7 ვარჯიში, მაგრამ მაღალი რაოდენობის გამეორებებით – ძირითადად 40-40 თითოეული. შეეცადეთ ვარჯიში ზუსტად შეასრულოთ, სანამ ვარჯიშს დაიწყებდეთ უყურეთ თავიდან ბოლომდე ვიდეოს და დაიმახსოვრეთ ტრეისის მითითებები, რათა ეფექტი მაქსიმალური იყოს.
ჩემი აზრით ამ პროგრამას აქვს ის ხარვეზი, რომ კარდიო ყოველგვარი გახურების გარეშე იწყება. მე პირადად სანამ უშუალოდ ტრეისის კარდიოზე გადავიდოდი, 5 წუთი მაინც ვხურდებოდი შედარებით დაბალ ტემპზე.
გარდა ამისა, ასეთ ინტენსიურ კარდიოს უფრო ენერგიული მუსიკა უხდება, ამიტომ ჩემი 30 წუთიანი მიქსი გავაკეთე საყვარელი მუსიკით, რომელსაც ვიყენებდი ვარჯიშისას მუსიკალურ ფონად.
ტრეისის განრიგის მიხედვით ვარჯიშობთ კვირაში 6 დღე, მე-7 დღეს კი ისვენებთ. თითოეული ეტაპი 10 დღიანია. ასეთი განრიგიც არაა მარტივი დასაძლევი, ორგანიზმს ერთი დღე დასასვენებლად და აღსადგენად სჭირდება, ამიტომ საწყის ეტაპზე არაა გამორიცხული გრაფიკიდან ამოვარდნა და თუ ხედავთ რომ გადაიღალეთ, გააკეთეთ შესვენება უფრო ადრე, ვიდრე მე-7 დღეა. შემდეგ, როცა პროგრამას, განსაკუთრებით კარდიო დატვირთვას როცა მიეჩვევით, უკვე ზედმიწევნით მიყევით გრაფიკს.

Metamorphosis ორი ნაწილისაგან შედგება:
ერთია Cardio, რომელიც 90-ვე დღე იგივე რჩება
მეორე Transform, რომელიც ყოველ 10 დღეში იცვლება
ერთი სრული ვარჯიში ორი ვიდეოსაგან შედგება- ჯერ აკეთებ კარდიოს, შემდეგ ტრანსფორმაციას.

სანამ ვარჯიშს დაიწყებდეთ მოუსმინეთ ტრეისის რჩევებს:

ოთხივე პროგრამა საკმაოდ დიდი მოცულობისაა, ამიტომ მე მხოლოდ Omnicentric პროგრამას წარმოგიდგენთ.

კარდიო ნაწილი

ტრანსფორმაცია

1-10 დღე

11-20 დღე

21-30 დღე

31-40 დღე

41-50 დღე

51-60 დღე

61-70 დღე

71-80 დღე

81-90 დღე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *